შსს–მ ქურდობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრისათვის ერთი პირი დააკავა

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 15:47

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრისათვის 1993 წელს დაბადებული მამუკა ჯ. დააკავეს.

დაკავებულმა 2012 წლის 3 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ელექტროსადენები მოიპარა და მიმალვა სცადა. ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დასახლებაში, ქუჩაში პოლიეთილენის პარკით მიმავალი მამუკა ჯ. საეჭვოდ მიიჩნიეს და გადამოწმების მიზნით გააჩერეს. ამ უკანასკნელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთი პოლიციელი, ედუარდ გელაშვილი დანის რამდენიმე დარტყმით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნაქურდალი ელექტროსადენები იქვე დატოვა.

სამართალდამცველებმა მამუკა ჯ. ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის (ქურდობის მცდელობა) პირველი ნაწილით და 353-ე მუხლის (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5