"რუსთავი2" კოალიციის დაშლის შესახებ ორი დღეა აგიტაციას ეწევა - ბიძინა ივანიშვილი

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 14:58

პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციის გავრცელებას დაადანაშაულა და ჟურნალისტებს სთხოვა, "რეალობა კარგად შეაფასონ და სიცრუეს არ მოემსახურონ".

პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს კითხვა უკან დაუბრუნა და განუცხადა, რომ ინფორმაცია კოალიცის დაშლის შესახებ "რუსთავი 2"-ის მიერ აგორებული თემაა.

"რუსთავი2" ორი დღეა აგიტაციას ეწევა, რომ კოალიცია იშლება და რაღაც საშინელება ხდება შიგნით. არაფერი არ ხდება. აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს კოალიციაში. მე არ მიგითითებთ როგორც პრემიერ-მინისტრი, როგორც მოქალაქე ისე მიგითითებთ, რომ შეეცადეთ, ობიექტურად მიაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას და არავის აგიტაცია არ აწარმოოთ შეგნებულად", - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44