ჯავახეთის დიასპორა სამცხე-ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას ითხოვს

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 14:21

რუსეთში მყოფი ჯავახეთის დიასპორა სამცხე-ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადების მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

დიასპორის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური ხელშემწყობი გარემოებები, კერძოდ საერთაშორისო სარკინიგზო ხაზების სიახლოვე, იაფი მუშახელი და რეგიონის სიახლოვეს განვითარებული ინფრასტრუქტურა  ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას.

თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის საჭიროებას დიასპორა მოსახლეობის დაინტერესებას უცხოური კაპიტალის შედინებითა და საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციით ხსნის.

ორგანიზაციამ საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებაში საპროტესტო წერილიც გამოაქვეყნა და ნატოში გაწევრიანების სურვილი გააპროტესტა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5