ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება - ვანო მერაბიშვილი

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 12:45

ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, როგორც ვირტუალური, ასევე პრაქტიკული, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს 4 წელი ელოდოს ახალ მთავრობას. მისივე თქმით, ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, ყველაფერს დაახლოებით 6 თვეში აღადგენენ.

"ამ მთავრობას ჩვენ 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს, რომ მივვარდებით ხვალ და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საქართველოს დასუსტების საშუალება. ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - რეალური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, ადამიანების გადაბირება", - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

მერაბიშვილის თქმით,  ხელისუფლება, რომელიც მიტინგებს აწყობს, სუსტია, თუმცა შეტევაზე ჯერჯერობით ვერ გადადიან. "ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით,  ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც გვექნება. დღეს ვართ დაკავებული რესურსების შენარჩუნებით, ადამიანების გამხნევებით. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, როგორც ვირტუალური, ასევე პრაქტიკული, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - განაცხადა მერაბიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39