კახა კალაძე კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მენეჯმენტს შეხვდა

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 13:27

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ყაზბეგის რაიონში, ქვესადგურში „გუდაური 1“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს გაეცნო. მიმდინარე წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ქვესადგურში „გუდაური 1“ ახალი პროექტი განხორციელდება, რომელიც 6 ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას გულისხმობს. სარეაბილიტაციო ხაზების საერთო სიგრძე 90 კმ-ს შეადგენს. იგეგმება ახალი 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს დაბა ყაზბეგში მშენებარე “დარიალ ჰესისა” და “ლარსი ჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შემოდინებას საქართველოს ენერგოსისტემაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის პროცესში ახალი ტექნოლოგიის ელექტროსადენის გამოყენებას გეგმავს, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაშია დანერგილი და კავკასიის რეგიონში სრულიად ახალ ტექნოლოგიას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46