ორსულებისთვის სკანდალების მოწყობა სასარგებლო ყოფილა

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 13:17

ამერიკაში  მეცნიერებმა  ორსულებთან  დაკავშირებით  ჩაატარეს  კვლევა,  რის  საფუძველზე  დაასკვნეს,  რომ  ორსული  ქალი  სკანდალს  აღიქვამს  როგორც ურთიერთობის საშუალებას. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ,  ამ ხერხით ქალი იღებს იმის მტკიცებულებას, რომ მისი პარტნიორი მისდამი გულგრილი არ არის და მამაკაცთან უფრო მჭიდრო ემოციურ კავშირს ამყარებს.

სწორედ ამიტომ, სპეციალისტების აზრით, სკანდალი და კამათი მომავალი დედებისთვის არათუ ნორმა, ან საზიანო, არამედ სასარგებლოც კია.

გარდა ამისა, ფეხმძიმე ქალებისთვის სასარგებლოა სიმღერა. სიმღერით მომავალი დედა ნაყოფთან კონტაქტს ამყარებს. კვლევის მიხედვით, საყვარელი მელოდიის ღიღინის დროს, ქალებში ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, ხოლო ნაყოფი მშვიდდება.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61