შოთა მურღულია კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 12:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია საქართველოში ლიცენზირებული მოქმედი კომერციული ბანკების -  ”საქართველოს ბანკის”, ”ბაზისბანკის”, ”ბანკი ქართუს”, ”ინვესტბანკის”, ”ზირაათ ბანკის”, ”კავკასიის განვითარების ბანკის”, ”ხალიკ ბანკი საქართველოს”, ”პაშა ბანკის”, ”ბანკი კონსტანტას” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი სამინისტროს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა და იმ საბანკო გარანტიებზე მსჯელობა იყო, რომელთა მეშვეობითაც ქართული სამშენებლო კომპანიები ტენდერებში მონაწილეობას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეძლებენ.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალური პრეზენტაციის სახით წარუდგინა. საქართველოში მოქმედი ბანკების წარმომადგენლებმა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41