უმრავლესობამ კონსტიტუციის შესაცვლელად 100 ხმის მოპოვება ვერ შეძლო - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 12:12

პირველად აღიარა უმრავლესობამ, რომ მიუხედავად ხალხის დაპატიმრების მრავალთვიანი პროცესისა, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში კონსტიტუციის შეცვლა და 100 ხმის მოპოვება იყო, მათ ეს ასი ხმა ვერ მოიპოვეს.

მათ არა აქვთ საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტის შიგნით, რათა ერთპიროვნულად შეცვალონ კონსტიტუცია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დეპუტატების ოჯახის წევრები დაკითხეს, საპარლამენტო ბიუროს ხელმძღვანელები დაიჭირეს, უახლოესი თანამებრძოლები დააპატიმრეს ან გირაოთი გაუშვეს, დააშინეს ან პროვოკაციები მოუწყვეს, ისინი არ გატყდნენ. ვიცი, რომ მათ ფულადი თანხაც შესთავაზეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ჩვენ არც მთავრობაში ყოფნისას ვიღებდით ფულს და არც ოპოზიციაში არ ავიღებთ. იაშა შერვაშიძეების მსგავსი პიროვნებები ჩვენში ძალიან ცოტანი არიან. შეიძლება იაშა შერვაშიძეს დაუჭირო შვილი და დააშინო, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევაა. საქართველოს პარლამენტის უმცირესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ იყიდება, რომელიც არ შინდება და რომელიც ამ ყველაფერზე რეაგირებს მხოლოდ მეტი სიმტკიცით და მეტი პოლიტიკური გამძლეობით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45