საერთაშორისო ტენდერებში ქართული კომპანიების გამარჯვების შესაძლებლობა იზრდება

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 20:57

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოლაპარაკებას აწარმოებს დონორ ორგანიზაციებთან საერთაშორისო ტენდერებში საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ლიბერალიზაციის მიზნით.

კერძოდ, თუ აქამდე საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებს შესრულებული სამუშაოებისა და ათვისებული თანხის ისეთი მოცულობა მოეთხოვებოდათ, რომელსაც თითქმის ვერც ერთი ქართული კომპანია ვერ აკმაყოფილებდა, ახალი ინიციატივის მიხედვით, მოთხოვნის კრიტერიუმები აქამდე არსებულ ზღვარზე დაბლა ჩამოიწევს. შესაბამისად უფრო მეტ ქართულ კომპანიას მიეცემა საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღების საშუალება.

საქართველოს გზების დეპარტამენტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, სამტრედია-გრიგოლეთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სატენდერო მოთხოვნების კრიტერიუმების დაწევასთან დაკავშირებით. შეთანხმების შედეგად, სამშენებლო წლიური ბრუნვის მოთხოვნამ 90 მილიონი ევროდან 40 მილიონ ევრომდე დაიწია.

მოთხოვნაში, ასევე, იყო ერთ-ერთი პუნქტი, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა წარმოედგინა ბოლო 5 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შემცველი 2 პროექტის განხორციელების დოკუმენტაცია. ამჟამად, კომპანიებს მოეთხოვებათ ანალოგიური 1 პროექტის შესრულების წარმოდგენა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57