ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნანა კაკაბაძე წინა ხელისუფლებას უკავშირებს

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 19:36

ეს არის საბოტაჟის ტიპიური გამოვლინება, - ასე შეაფასა "ჯეონიუსთან" საუბრისასა, პარლამენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრმა და უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ ციხეში მომხდარი ბუნტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

კაკაბაძის განმარტებით, ზუსტი ინფორმაციია არ აქვს, ვინ გაავრცელა ბუნტის შესახებ არასწორი ცნობა. მისი თქმით,  ინტერენეტის მეშვეობით შეიტყო, რის შემდეგაც ინფორმაცია ადვოკატების მეშვეობით გადაამოწმა, ვინაიდან თავად ციიხებში შესვლის უფლება არ აქვს.

"აღმოჩნდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. შესაძლოა, ამაში წინა ხელისუფლების ინტერესები დევს, რათა აჩვენონ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად მიდის, არის ეკონომიკური უკანსვლა, რის პიარსაც დიდიხანია აგორებენ. ეს არის საბოტაჟის ტიპიური გამოვლინება. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ შეუგნებლად გაავრცელა დეზინფორმაცია", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კაკაბაძის შეფასებით, ციიხეებში ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბუნტი მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან საპატიმროებში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

"ბუნტი როგორღა უნდა მოხდეს ციხეებში, როცა ხალხის რაოდენობა განახევრდა. კვება გამოსწორდა, წამებები აღარ არის, ხალხს ჩივილის არ ეშინიათ და ხმამაღლა შეუძლია თავიანთ პრობლემებზე საუბარი", - განაცხადა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

                                                                                                                       მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58