ზაქრო კალაშოვი კანონიერმა ქურდებმა დედ-ჰასანის შემცვლელად დაასახელეს

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 19:47

მოკლული კანონიერი ქურდის დედ-ჰასანის შემცვლელად ქურდულ სამყაროში კანდიდატურა შერჩეულია. სავარაუდოდ, ქურდული სამყაროს ახალი ხელმძღვანელი ზაქრო კალაშოვი გახდება. კალაშოვი ამჟამად ესპანეთის ციხეში იხდის სასჯელს და მის გათავისუფლებას უახლოეს ხანში ელოდებიან.

ზახარ, იგივე შაქრო კალაშოვის აღმასვლა კრიმინალური იერარქიის კიბეზე 90–იან წლებში დაიწყო, როცა უკვე სამჯერ ნასამართლებმა, „კანონიერი ქურდის“ წოდება მიიღო. კალაშოვი მოსკოვში სათამაშო ბიზნესს “ატრიალებდა”. 90–იანი წლების შუა წლებში იგი ევროპითაც დაინტერესდა. კალაშოვმა ევროპის 25 ქვეყანაში საკუთარი იმპერია შექმნა. აქედან იწყება შაქრო კალაშოვისა და ტარიელ ონიანის დაპირისპირება.

დედ-ჰასანის ძმისშვილი, 30 წლის დიმიტრი ჭანტურია, მეტსახელად "მირონი", რომელიც დედ-ჰასანის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, ქურდულმა სამყარომ დაიწუნა, რადგამ მას არ აქვს საკმაო გავლენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ, 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კალაშოვს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46