პრეზიდენტმა თინა იმნაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 18:55

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ვეტერანი ლელობურთელი ქალბატობის, თინა იმნაიშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა. სამძიმრის წერილი პრეზიდენტის facebook- ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"გულწრფელად ვწუხვარ ქალბატონ თინა იმნაიშვილის გარდაცვალების გამო. თინა იმნაიშვილი გასული წლის აპრილში, ლანჩხუთში პირადად გავიცანი. ჩემი უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია ამ ასაკოვანი ქალბატონის გასაოცარმა სურვილმა გურიის ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია - ლელობურთი არ დაკარგულიყო და ყოველ აღდგომას სამი საუკუნის დროინდელი შეჯიბრი მომავალ თაობებს გაეგრძელებინათ. თავად, ქალბატონი თინა 40 წლის მანძილზე პირადად მონაწილეობდა ამ შეჯიბრში და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ლელობურთის ტრადიციის შენარჩუნებაში.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თინა იმნაიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44