ეკა ბესელია ნაციონალებს ტყუილში ამხელს

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 17:06

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ცრუ და არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით,  ცრუ ინფორმაციას აწვდიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ევროპის საბჭოს და ვენეციის კომისიას.

„ძალიან ცუდია, როდესაც ზოგიერთი პარლამენტის წევრი აწოდებს ცრუ ინფორამაციებს იგივე ვენეციის კომისიას, მონიტორინგის კომიტეტს ან ევროპის საბჭოს სხვადასხვა კომიტეტებს, რაც არის ცრუ და ტყუილი“,  - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ ეს ფაქტი ვენეციის კომისიის ხემძღვანელის ჯანი ბუკიკიოსთან საუბარით დაასაბუთა.

„ბუკიკიოს უთხრეს ტყუილი, თითქოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით და შემდეგ პარლამენტის თანხმობით, ათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს“ - აცხადებს ეკა ბესელია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება მაესტროს პრეს-კლუბში გააკეთა.

ნუგო სოტკილავა

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41