ლეიბორისტები შალვა ნათელაშვილს ემიჯნებიან და ახალ ოპოზიციურ პარტიას ქმნიან

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 16:29

ლეიბორისტული პარტიის კომიტეტის წევრები პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ემიჯნებიან და მიზეზად თავმჯდომარის პოლიტიკური კურსისგან გადახვევას ასახელებენ.

როგორც ლეიბორისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოღალატე და გამყიდველი პოლიტიკოსების "ნაციონალური მოძრაობის" მეხამრიდად გამოყენება დღესაც გრძელდება და პრემიერი ივანიშვილი ყველა თავისი რესურსით და სპეცსამსახურით ცდილობს მისგან უმართავი და დაუმორჩილებელი ლეიბორისტული პარტიის დაშლას ან დისკრედიტაციას.

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვქმნით ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და ვრჩებით ჩვენი პოლიტიკური პრინციპების ერთგულნი", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ლეიბორისტული პარტია დატოვეს გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა, იდეოლოგიური მდივანმა კახაბერ ძაგანიამ, აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ, პოლიტიკური კომიტეტის წევრმა და საორგანიზაციო მდივანმა კონსტანტინე გუგუშვილმა, რეგიონულმა მდივანმა გიორგი მთვარელიძემ და პოლიტიკური კომიტეტის აპარატის უფროსმა დავით ვერძეულმა.

,

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46