არასამთავრობო ორგანიზაცია სურსათზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 16:39

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი" სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სურსათზე კონტროლის გაფართოვებასა და გამკაცრებას მოითხოვს.

 დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ 2011-2013 წლებში მათ მიერ შემოწმებული სხვადასხვა პროდუქტის შედეგების მიხედვით ყველაზე ხშირად დარღვევები ნახევარფაბრიკატებზე ფიქსირდება, სადაც არაჰიგიენური გარემოს გამო პროდუქტის კოლიფორმებით დაბინძურება ხდენა.

"წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ რეგულარული რეაგირება მომხმარებელთა საჩივრებზე სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით. მომხმარებლის მითითების მიხედვით ხდება ამა თუ იმ პროდუქტის შესყიდვა, ლაბორატორია და შედეგების გამოქვეყნება. თუ აღმოჩნდება უვნებლობის დარღვევა, ვატყობინებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მართალია, ბოლო დროს მათგან რეაგირება გაიზარდა, მაგრამ უფრო მეტი კონტროლია საჭირო, რომ არ დაირღვეს მომხმარებელთა უფლებები", - განაცხადა ლია თოდუამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შემოწმება ამა თუ იმ ობიექტზე მოულოდნელად ჩაატაროს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41