"ნაციონალური მოძრაობიდან" "თავისუფალ დემოკრატებში" შეგზავნილები ახერხებენ სიტუაციის ინსპირირებას - ბიძინა ივანიშვილი

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 16:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  „თავისუფალ დემოკრატებში“ ხალხი „ნაციონალური მოძრაობიდანაა“ შეგზავნილი და  „თავისუფალ დემოკრატებს“ ამაში ბრალი არ მიუძღვით.

ივანიშვილის განცხადებით, მის რეზიდენციასთან გამართული აქციის დროს, რა დროსაც აბაშის რაიონული ხელმძღვანელის დანიშვნას აპროტესტებდნენ, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სამი წევრი იყო და არც ერთი „ქართული ოცნებიდან“.

„ვფოქრობ, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" შეგზავნილია ხალხი "ნაციონალური მოძრაობიდან" და ისინი ახერხებენ სიტუაციის ინსპირირებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიასთან  საუბარს დღეს აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61