გიორგი თარგამაძე გაბუნიას პარტიიდან წასვლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 16:03

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ  საკრებულოს დეპუტატის ზაზა გაბუნიას პარტიიდან  წასვლის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი არ გააკეთა.

როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი.

"ზაზა გაბუნიასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ამ დღეებში მასთან გვექნება საუბარი და შემდეგ მოგახსენებთ გადაწყვეტილებების შესახებ", - აცხადებს თარგამაძე.

გაბუნიას "ქდმ"-დან წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ამ ფაქტს თავად გაბუნია ჯერჯერობით არ ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44