ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ხელს ვერ შეგვიშლის - ვანო მერაბიშვილი

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 14:33

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მზადაა პასუხი აგოს ახალქალაქში სეპარატიზმის საფრთხის განეიტრალებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის  გაძლიერებისთვის:

"საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა ექსტრემისტი ჩახალიანი და პარალელურად იწყებს დევნას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ახალქალაქში სეპარატიზმის საფრთხე გაანეიტრალა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააძლიერა. მინდა, განვაცხადო, რომ ყველა ღონისძიება, რაც სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში ხორციელდებოდა, შეთანხმებული იყო ჩემთან და მე პირადად მზად ვარ, პასუხი ვაგო ამ ქმედებებზე. თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას. თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს, გაიგოს, რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი. მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის", - წერს ვანო მერაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4