"თავისუფალი საქართველო" სადავო სასესხო ვალდებულებების თაობაზე პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 13:42

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, გრძელდება ფიზიკური პირების გამოსახლება საკუთარი სახლებიდან, სხვადასხვა, მ.შ: სადავო სასესხო ვალდებულებების საფუძველზე.

მათივე განცხადებით, განსაკუთრებული უკმაყოფილების საგანია მაღალი საპროცენტო განაკვეთები და უძრავი ქონების რეალიზაცია ნომინალურ ფასებში.

"თავისუფალი საქართველო" მიმართავს საქართველოს პარლამენტს - გადახედოს კანონმდებლობას სასესხო დავალიანებების და აღსრულების წესების შესახებ. "თავისუფალი საქართველო" საკუთარ წინადადებებს პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს - "თავისუფალი საქართველო"-ს წარმომადგენელი შეყვანილ იქნეს სამუშაო ჯგუფში, რომელიც მუშაობს საბანკო და კერძო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ; საქართველოს პროკურატურას - შეისწავლოს თაღლითური გზით ფიზიკური პირების კუთვნილი ბინების ნომინალურ ფასად მითვისების საქმეები. 

პარტია ასევე მოქალქეებს მოუწოდებს,  საკუთარ საქმეებზე თუ სახეზეა ზ/ა დარღვევები აღსრულების პროცესში, მიმართონ პარტია "თავისუფალ საქართველოს".

კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძე მოითხოვენ,  დაცული იქნას კეთილსინდისერი გამსესხებლების უფლება აინაზღაურონ დავალიანების ე.წ. ძირი თანხა და ადეკვატური ოდენობით დარიცხული პროცენტები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41