ტაშკენტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 13:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მიხეილ ზ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 31 იანვრის საღამოს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებული დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრა მამა – ალექსანდრე მატიაში, შემდგომ კი დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ალექსანდრე მატიაში ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულმა ასევე დანით გულმკერდისა და ფეხის არეში დაჭრა შვილი – დენის მატიაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დენის მატიაში ემერჯენსის კლინიკაში მოათავსეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – პისტოლეტი და დანა ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108–ე, 19-109–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39