ხელბორკილებდადებულ 7 წლის ბავშვს პოლიციაში 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 19:39

ამერიკულმა  ოჯახმა ნიუ-იორკის ხელისუფლებისა და პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი კომპენსაციის სახით 250 მილიონ დოლარს მოითხოვენ, მათი შვილის ხანგრძლივი დროით დაკითხვისა და ხელბორკილების დადებისთვის, -  წერს The New York Post.

ბავშვის დედის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ პრობლემა სკოლაში გაერკვიათ, პოლიციამ  შვიდი წლის უილსონი პოლიციაში გადაიყვანა, სადაც ხელბორკილებდადებული ბავშვი  დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

შვიდი წლის უილსონს ბრალად ხუთდოლარიანის ქურდობა წაუყენეს.

როგორც გაირკვა, უილსონმა და მისმა ორმა მეგობარმა  ბიჭმა თანაკლასელის ჯიბიდან ამოვარდნილი, ძირს დავარდნილი ფული აიღეს. სწორედ  ეს  გახდა ბავშვის დადანაშაულების საბაბი.

 სარჩელში აღნიშნულია, რომ ბავშვი დაკითხვის დროს დაამცირეს და მასზე მუქარა განახორციელეს. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49