ტრაქტორისტ-მემანქანეები სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლიან

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 18:30

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2013 წლის თებერვალიდან აპრილის ჩათვლით 900-მდე ტრაქტორისტი-მემანქანე სპეციალურ გადამზადების კურსს  გაივლის და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის დასაქმდება.

აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით 31 იანვარს საგანგებო შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და შპს „მექანიზატორის“ დირექტორმა ვაჟა ნახუცრიშვილმა.

გადამზადების კურსები კაჭრეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, სენაკის, გორისა და დიდი ჯიხაიშის პროფესიულ სასწავლებლებში ჩატარდება. უკვე დასრულებულია იმ ტრენერთა მომზადება, რომლებიც მემანქანეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 35 დღიან სასწავლო პროგრამას ჩაუტარებენ. კურსდამთავრებულებს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე შპს „მექანიზატორი“ დაასაქმებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46