რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენი თბილისის აეროპორტში შეაფერხეს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 18:24

რუსეთიდან დაბრუნებული ქართველი ბიზმესმენი მინდია გულუა მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, საქართველოს მოქალაქეობა მისცეს, რადგან მან შეძლოს გარკვეული სასიკეთო საქმიანობის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩემთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ მიშვებენ საქართველოში, მე მას ვთხოვ გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება, რომ არ მქონდეს შემდგომში ასეთი სიტუაციები და მომანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა“,  - განაცხადა გულუამ აეროპორტში.

მისივე განცხადებით, 5 წელია არ ყოფილა თბილისში და სურს დაეხმაროს ქართველ ხალხს და საქართველოში ჩადოს ინვესტიციები.

მინდია გულუას თბილისის აეროპორტში პრობლემები შეექმნა. დაახლოებით საათნახევრი განმავლობაში იგი აეროპორტში გააჩერეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46