გიგი უგულავა მძღოლების პოზიციის შეცვლაში "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას ადანაშაულებს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 17:59

გიგი უგულავა მმართველ უმრავლესობას საქალაქო სამსახურების საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. თბილისის მერი აცხადებს, რომ მიკროავტობუსების მძღოლებთან თბილისის მერიამ და მმართველმა კომპანიამ შეთანხმების მიღწევა შეძლეს, თუმცა დროებით, რადგან მძღოლებს პოზიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა შეაცვლევინეს. ეს პროცესი შესაძლოა სხვადასხვა საქალაქო სამსახურების ხელის შეშლაშიც გადაიზარდოს.

 "მოვუწოდებ ორივე მხარეს, დავანებოთ ამ საკითხის პოლიტიზირებას თავი. ზარალდებიან თბილისელებიც. დროა, მივხედოთ თბილისელებს, დავეხმაროთ მათ და არ შევუქმნათ პრობლემები. სჯობს, ყოველგვარი პოლიტიკური მინარევების გარეშე დავსხდეთ და შუამავლის როლი შევასრულოთ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

იმისთვის, რომ დედაქალაქში არ მოხდეს სატრანსპორტო კოლაფსი, თბილისის მერი პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს, მის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა მეთოდებით გააგრძელონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5