თიბისი ბანკი მიკროავტობუსებს, ფუნქციონირების შემთხვევაში, დაყადაღებას შეუჩერებს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 17:32

შპს „თბილლაინის“ კუთვნილი მიკროავტობუსების დაყადაღებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თუ ხვალიდან მიკროვატობუსები ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ფუნქციონირებას, მაშინ ბანკი 150 მიკროავტობუსს ფუნქციონირების საშუალებას მისცემს  და აღარ მოხდეს მათი გაჩერება.

"შპს „თბილლაინს“ გააჩნია სესხი თიბისი ბანკში, რომლის სანაცვლოდ დაყადაღდა კომპანიის კუთვნილი 2,500 მიკროავტობუსიდან მხოლოდ მცირე ნაწილი - 150 ცალი მიკროავტობუსი. სულ, ამ 2,500 მიკროავტობუსიდან, ყველაზე პიკური მოძრაობის დროს ფუნქციონირებს დაახლოებით 1,800 მიკროავტობუსი, ხოლო 700 ცალი არის რეზერვი.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და კომპანიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, როდესაც მოხდა მიკროავტობუსების დაზიანების რამდენიმე ფაქტი, თიბისი ბანკმა, იმისათვის რომ დაეცვა შესაძლო დაზიანებისგან გირაოთი დატვირთული ქონება, მიმართა სააღსრულებლო ბიუროს და მოითხოვა ამ 150 მიკროავტობუსის დაყადაღება, რაც კომპანიის გაჩერებას ვერ გამოიწვევდა.

თუმცა, ვითვალისწინებთ რა თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და აგრეთვე იმას, რომ დღეისათვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მიკროვატობუსებმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ფუნქციონირება, გადავწყვიტეთ აღნიშნულ 150 მიკროავტობუსსაც მივცეთ ფუნქციონირების საშუალება და აღარ მოხდეს მათი გაჩერება".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი