ჩილეში 6.8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 17:09

6.8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა  ჩილეს  ჩრდილოეთ  ნაწილში, - იტყობინება Associated Press.  აშშ-ის  გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ვალენაროში, 44 კმ-ის სიღმეში დაფიქსირდა. მიწისძვრამ შენობების დაზიანება გამოიწვია, წინასწარი მონაცემებით, შენობებს ბზარები გაუჩნდა და ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები. ზოგიერთ რაიონებში გათიშულია ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი.

 2010 წელს 8.8-ბალიან მიწისძვრას და მისგან გამოწვეულ ცუნამს 550-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა 220,000 შენობები. მიყენებულმა ზარალმა 30 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩილე არის ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური რეგიონი დედამიწაზე. ამ ქვეყანაში 1960 წელს, უახლესი ისტორიის მანძილზე,  9.5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რა დროსაც ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45