"გრეჩიხას" შვილი გაგა გაჩეჩილაძე პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლებს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 17:02

ლევან გაჩეჩილაძის შვილი გაგა გაჩეჩილაძე პრეზიდენტის წინაამღდეგ სასამართლოში დავას იწყებს, - ამის შესახებ გაგა გაჩეჩილაძის ადვოკატებმა განაცხადეს. ისინი პრეზიდენტს ცილისწამებისა და პატივის შემლახველ განცხადებაში ადანაშაულებენ.

გაგა გაჩეჩილაძის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, არის კრიმინალური განცხადება, რომელშიც ადამიანს ბრალს სდებს კაცის მკვლელობაში.

„ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის კრიმინალი, ადამიანს ბრალი დასდო ისეთ მძიმე დანაშაულზე, როგორცაა მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა“, - განაცხადა აფიცაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გუშინდელი გამოსვლის დროს გააკეთა, რომელიც „კაფე გალერეასთან“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც ჩხუბში მონაწილე ერთი პიროვნება დაიჭრა. სემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გაგა გაჩეჩილაძეც. ვიდეო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გაგა გაჩეჩილაძეს ხელში დანა საერთოდ არ ჭერია.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58