აშშ-სა და საქართველოს შორის ფინანსების გადანაწილების დოკუმენტი გაფორმდა

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 16:44

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის მიმოხილვა იყო.

ამ მიზნით შეხვედრაზე მხარეებმა გასული და მომავალი წლების სამხედრო დახმარების პროექტები და მათი ფინანსური ასპექტები განიხილეს.

დღესვე, საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული ფინანსების გადანაწილების დოკუმენტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ და აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ევროპისა და აფრიკის რეგიონალურმა დირექტორმა თომას ქეითლიმ მოაწერს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45