დავით ბაქრაძე უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთად მომზადებას სთავაზობს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 16:14

ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ჩატარებულ დღევანდელ ბრიფინგზე, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე გაამახვილეს ყურადღება.

"მე დღეს გამოვდივარ ახალი ინიციატივით , მივესალმები რა უმრავლესობის დეკლარირებულ სურვილს, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპული განვითარება. ერთად მოვამზადოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციაში ყველაზე მაღალ სამათლებრივ და პოლიტიკურ დონეზე დავაფიქსიროთ ის, რომ საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპული მომავალი", - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას უკავშირდება. ნაციონალური მოძრაობა არ იზიარებს უმრავლესობის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ საკმარისი იქნება მხოლოდ საგარეო დოკუმენტაციის კონცეფციის და დაკუმენტის განხილვა პარლამენტში.

"ერთად შევიმუშაოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არასოდეს არ დადგება ეჭვის ქვეშ, რაც ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ერთხელ და სამუდამოდ გაუქრობს იმის ცდუნებას, რომ შეეცადოს საქართველოს გადაახვევინოს ევროპული კურსიდან", - განაცხადა ბაქრაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს და ის არასოდეს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა პერიოდში, ამასთან დაკავშირებით კი უმრავლესობასთან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46