ობამას ინაუგურაციის მონაწილე მომღერალი ქუჩაში მოკლეს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 16:00

თხუთმეტი წლის მომღერალი ხადია პენდლტონი, რომელიც აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე იღებდა მონაწილეობას, ორი დღის წინ  ჩიკაგოში მოკლეს. სროლის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად, გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ  პოლიციამ მხოლოდ დღეს განაცხადა.

ინციდენტი პარკში მოხდა, სადაც პენდლტონი მეგობრებთან ერთად სეირნობდა. დამნაშავემ, რომლის ვინაობა არ სახელდება, ცეცხლი გაუხსნა მოზარდებს. 15 წლის გოგონა გაქცევის დროს, ზურგში სასიკვდილოდ დაიჭრა.

 ბოლო თვეების განმავლობაში ჩიკაგოში საგრძნობლად გაიზარდა მკვლელობების რიცხვი. 15 წლის მომღერალი 42-ე მსხვერპლია იანვრის თვეში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46