შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 14:26

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს III განყოფილების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის 1979 წელს დაბადებული ივანე ქ. დააკავეს.

დაკავებულმა თბილისში, ბენაშვილის ქუჩაზე ყოფილ მეუღლესთან, ნესტან ნ-სთან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - 1 მასრა ამოიღეს. ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „გლოკ 19“-ის მოდელის პისტოლეტი აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი ვარგისია სროლისათვის და განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩადენისას ივანე ქ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39