„აფბამ\" პროკურატურას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 13:57

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მთავარ პროკურატურაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ოფიციალური განცხადება შეიტანა და კომისიის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

„აფბას“ “მიერ შესწავლილი და გამოვლენილი იქნა ორი ძირითადი მიმართულება, რომლებიც ეხება კომუნიკაციების სფეროში ურთიერთჩართვის ბაზარზე არსებულ უსამართლო ტარიფებს და პორტაბელურობის მომსახურების სისტემის დანერგვის ფორმებს. „აფბა“ მიიჩნევს, რომ გამოვლენილი საკთხები, მათი სიმძიმის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა გახდეს პროკურატურის დაინტერესების საგანი.

"ურთიერთჩართვის ტარიფებთან დაკავშირებით საქმე ეხება, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ–ერთი მოთამაშის, კერძოდ „ბილაინის“ ინტერესების სასარგებლოდ სხვა ოპერატორების („მაგთიკომის“ და „ჯეოსელის“) მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც კანონით ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” დანაშაულად ითვლება.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის დადგენილებით, რომელიც იმავე წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა, უერთიერთჩართვის ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა: „მაგთის“ და „ჯეოსელს“ „ბილაინისთვის“ ქსელში ჩართვისთვის უნდა გადაეხადათ 14.8 თეთრი, „ბილაინს“ კი იგივე მომსახურებისთვის აღნიშნული კომპანიებისთვის 8 თეთრიანი ტარიფი განესაზღვრა, ანუ სხვაობამ 6.8 თეთრი შეადგინა. ამ გადაწყვეტილების მოტივად „ბილანის“, როგორც ბაზრის ახალი მოთამაშისთვის გათვალისწინებული შეღავათები დასახელდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის მაისში, როდესაც „ბილაინის“ საბაზრო წილმა მისთვის კანონით განსაზღვრული გარკვეული შეღავათების ზღვარს გადააცილა, ირაკლი ჩიქოვანის უწყებამ კი არ გადახედა სატარიფო პოლიტიკას და ურთიერთჩართვის ტარიფი არ შეცვალა. უფრო მეტიც, კომუნიკაციების კომისიამ ტარიფების გადახედვის შესახებ დადგენილება მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში მიიღო და ახალი ტარიფების ამოქმედება 2012 წლის თებერვლისთვის გადადო. ანუ კომისიამ გამოიჩინა გულგრილობა, „თვალი დახუჭა“ „ბილაინის“ მიერ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მოპოვების ფაქტზე, რითაც კომპანიას, ფაქტობრივად, დამატებით აჩუქა მნიშვნელოვანი შეღავათის კიდევ ერთი წელი.

ამდენად, კომპანიების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29 პუნქტით არის განსაზღვრული, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უხეშად იქნა დარღვეული.

რაც შეეხება პორტაბელურობის მომსახურების დანერგვის საკითხს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, 2011 წლის 15 თებერვლიდან, ნომრის პორტაბელურობის მომსახურება დაინერგა, მაგრამ „აფბას“ მიერ შესწავლილი და გამოვლენილი ის ფაქტები, რომელიც პორტაბელობის სისტემის დანერგვას და ფუნქციონირებას უკავშირდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მთავარი და მთავარი აქტორი, ამ შემთხვევაშიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაა.

საქმე ის არის, რომ პორტაბელურობის მომსახურების დასანერგად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 3 კომპანია – „კეთ ენდ კეთ მედია“, „განთექი“ და „მედიაპრო ჯორჯია“. კომისიის მიერ პირველი ორი კომპანია დისკვალიფიცირებული იქნა და გამარჯვებულად „მედიაპრო ჯორჯია“ გამოვლინდა. აღნიშნული კომპანია კი, მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, პორტირების მომსახურებისთვის მობილური და ფიქსირებული კავშირის კომპანიებს პორტირების გადასახადს ახდევინებს ყველა გაცემულ ნომერზე, მიუხედავად იმისა, აბონენტი ახორციელებს თუ არა პორტირებას. ანუ, კომპანიები საერთო ჯამში გადასახადს იხდიან დაახლოებით 6 მილიონი აბონენტის მიხედვით, მაშინ, როცა ბოლო მონაცმებით პორტირებული ნომრების რაოდენობამ მხოლოდ და მხოლოდ 110 ათასი შეადგინა. ამდენად, კომუნიკაციების კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი კომპანია წელიწადში იღებს 5 მილიონ ლარზე მეტს, მაშინ როდესაც, მისი კონკურენტები იგივე მომსახურებაში მინიმუმ 4–ჯერ ნაკლებ თანხას სთავაზობდნენ კომპანიებს.

ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, კომუნიკაციების კომისიის აღნიშნულ ქმედებებში აშკარად იკვეთება დანაშაულის და კორუფციული სქემების კვალი. ამდენად, შესწავლილი ფაქტების და მასალების საფუძველზე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის გამოძიების თხოვნით ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას", - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4