შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 13:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წარსულში სამჯერ (გაუპატიურების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის) ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული თეიმურაზ წ. დააკავეს.

დაკავებულმა 29 იანვარს გორში, კომბინატის დასახლებაში ყოფილი მეუღლის, ნინო გელაშვილის ბინაში გერი, 20 წლის თამარ ბეგიაშვილი მუცელსა და გულმკერდის არეში დანის რამდენიმე დარტყმით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45