საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოდარ ანდღულაძის ოჯახს უსამძიმრებს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 13:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტის ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალების გამო, მთავრობის სახელით, ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს სახალხო არტისტის, პედაგოგის, მეცნიერის, ნოდარ ანდღულაძის ცხოვრება და შემოქმედება ნათელ მაგალითად დარჩება მომავალ თაობებს. ნოდარ ანდღულაძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იყო ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში გამოკვლევების ავტორი, იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს.

საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლისა და პედაგოგის ნოდარ ანდღულაძის ოჯახს, მის კოლეგებსა და სრულიად საქართველოს".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46