სილქნეტი „საშინაო სკოლის“ ერთი წლის იუბილეზე აქტიურ მომხმარებლებს დააჯილდოვებს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 13:02

კომპანია  "სილქნეტი"  ინტერაქტიული  და  ინტელექტუალური  პროექტის  ათ  ყველაზე  აქტიურ  მომხმარებელს   „საშინაო სკოლის“  ერთი წლის იუბილეზე - 1 თებერვალს, 11 საათზე ვაკის სერვის-ცენტრში დააჯილდოვებს.

თბილისის გარდა, აქტიურთა ათეულში ზუგდიდის, ხაშურის, ქობულეთის, ქუთაისის მომხმარებლებიც შედიან.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2012 წლის 1 თებერვალს კომპანია სილქნეტმა სილქტივის მომხმარებელს უნიკალური ახალი სერვისი - „საშინაო სკოლა“ შესთავაზა. სოციალურ–შემეცნებითი პროექტი 1–დან 12 კლასის ჩათვლით, სასკოლო პროგრამის სალექციო ხასიათის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს. „საშინაო სკოლა“ სრულიად უფასო სერვისია და ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა-ქიმიის გაკვეთილების ახალი ფორმატით და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს.

„საშინაო სკოლის“ მიერ შეთავაზებული სწავლების მეთოდი თანაბრად პოპულარული აღმოჩნდა თბილისსა და რეგიონებში და პროექტის გაშვებიდან ერთ წელიწადში ამ სერვისს უკვე მილიონი ნახვა აქვს.

პროექტით „საშინაო სკოლა“ კომპანია „სილქნეტმა“ საფუძველი ჩაუყარა სწავლების ახალ მეთოდს და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, ახალი თაობისთვის სასკოლო პროგრამის ათვისება უფრო მისაღები გახადა. პროექტის უნიკალურობა მის ინტერაქტიურობაშია. სილქტივის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი