ანდრო ბარნოვი დანიელ მესერლის შეხვდა

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 12:44

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) გორისა და ზუგდიდის ოფისების ხელმძღვანელს, დანიელ მესერლის შეხვდა. საუბარი შეეხო პროგრამებს, რომლებსაც ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში 2008 წლიდან ახორციელებს.

ესენია, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამები და მიკრო-ეკონომიკური ინიციატივების პროექტები, როგორც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის, ისე შიდა ქართლის სხვა რაიონებში მცხოვრები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ნაღმზე აფეთქებულთა ოჯახებისათვის.

გარდა ამისა, 2012 წელს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაიწყო საცხოვრებლის ინტერიერის გაუმჯობესების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რათა თითოეულ რეაბილიტირებულ საცხოვრებელში არსებობდეს მინიმუმ ერთი მშრალი და თბილი ოთახი. ამ პროგრამით ისარგებლეს მეჯვრისხევის, შავშვების, ვარიანის ჩასახლებებსა და ზარდიაანთკარში მცხოვრებმა ოჯახებმა.

წითელი ჯვრის საეთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამებს, რომლების ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთას ითვალისწინებს. ასეთია, ოჯახების გაერთიანების, სამედიცინო ევაკუაციის და პატიმართა მონახულების პროგრამები.

ანდრო ბარნოვმა და დანიელ მესერლიმ სოფელ მეჯვრისხევში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზეც ისაუბრეს, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. გუბერნატორის თქმით, ის კარგად გაერკვევა აღნიშნულ საკითხში და ყველანაირად ეცდება ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58