დატოვებს თუ არა ლუკა კურტანიძე პოსტს, ჭიდაობის ფედერაციაში გადაწყვეტენ

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 12:26

ამ წუთებში ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და წევრები გუშინ მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაკრების მწვრთნელების მოხსნის შესახებ ლუკა კურტანიძესა და თემურ ყაზარაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის შედეგად დაზარალებუილი თემურ ყაზარაშვილი და ვეტერანი მწვრთნელები, რომლებიც ლუკა კურტანიძემ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, ფედერაციაში იმყოფებიან. ჭიდაობის ფედერაცია და პრეზიდიუმი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ლუკა კურტანიძე ფედერაციის პრეზიდენტად.

ყოფილი მწვრთნელების უმრავლესობა ამბობს, რომ ლუკა კურტანიძემ  პოსტი უნდა დატოვოს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და მათი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ ლუკა კურტანიძეს მხარში დაუდგებიან.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ, 30 იანვარს მოხდა. როგორც დაზარალებული აცხადებს, მას კურტანიძე ხელით შეეხო. ყაზარაშვილის თქმით, კურტანიძე მისგან გათავისუფლებული მწვრთნელების დოკუმენტებზე ხელმოწერას ითხოვდა,რაზეც უარის თქმას ინციდენტი მოჰყვა.

თავად კურტანიძე იმედოვნებს, რომ ყველაფერი დაწყნარდება. "ძმებს შორის არის წყენა ერთ ოჯახში და ჭიდაობის ოჯახისთვის არ არის ეს უცხო. ძმობით და ურთიერთობით უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. მთელმა სამყარომ მომცა ის ნდობა, რომელი ნდობითაც ახლა ვმოქმედებ", - განაცხადა კურტანიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45