თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელში იმყოფება

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 12:35

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოდან გუშინ გაემგზავრენენ. ისრაელში ვიზიტის მიზანი სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ებრაელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „დელტა“ საქართველოში სამხედრო ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელი ორგანიზაციაა. „დელტა“ ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმმტყორცნებს, ჯავშან და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ასევე, საარტილერიო სისტემებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, ჯარისკაცის აღჭურვილობას და სპეც. ტანსაცმელს, ოპტიკურ ხელსაწყოებს, საბრძოლო მასალებს, ბრძოლის მართვის სისტემებს და სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს. ორგანიზაციაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5