„საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებულთა ლიგა“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს

ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2013 - 12:24

„საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებულთა ლიგა“ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, სამთავრობო სტრუქტურებში ამ საკითხზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაში ჩართოს "თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.

"ჯეონიუსი" გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

"გუშინ ქალბატონმა თეა წულუკიანმა ჩვენთან შეხვედრისას (ბანკებისა და კერძო იპოტეკარებისგან დაზარალებულ ადამიანებს) ცინიკურად მოგვმართა: „როდესაც ხელშეკრულებებს აფორმებდით შიგნით არ იხედებოდითო, ხომ იცოდით რაზე აწერდით ხელსო?“

ქალბატონო თეა, ჩვენ კარგად გვახსოვს ის მრავალაასიათასიანი აქციები და სატელევიზიო გამოსვლები, სადაც ჩვენ ძალიან დაკვირვებით ვისმენდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის თითოეულ სიტყვას, დაპირებებს, რომ ჩვენ ბანკებისაგან და კერძო იპოთეკარებისაგან დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის ტოტალური ტერორის გამო გვემუქრებოდა გამოსახლება, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არცერთი არ დავრჩებოდით გარეთ. ასე რომ ვიდრე ჩვენ გვირჩევდეთ ხელშეკრულებაში ჩახედვას , ეგებ თქვენ ჩაგეხედათ „ქართული ოცნების“ პროგრამაში.

სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგაც პრაქტიკულად ყოვლდღიურად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააღსრულებლო ბიურო, სააკაშვილის მიერ შექმნილი ფაშისტური მეთოდებით ადამიანებს კვლავ გარეთ ყრის, არ დაგიდევენ რა, არც მცირეწლოვან ბავშვებს, არც მოზარდებს, არც ინვალიდებს და არც მწოლიარე ხანდაზმულ ადამიანებს.

ბატონო ბიძინა, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალიწინოთ ჩვენი უმძიმესი მდგომარეობა, ასევე ის, რომ ხშირ შემთხვევებში საქმე გვაქვს მევახშეების მხრიდან ორგანიზებული თაღლითობის ფაქტებს, რომელიც გადაცემულია შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე გაითვალისწინოთ თქვენივე გულწრფელი დაპირება და დაგვეხმაროთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, ჩვენ გადავიხდით ამ ვალებს, მაგრამ გვჭირდება დრო და გრძელვადიანი სესხები (და არა სავახშო 4-12%-იანი სესხები თვეში), რათა გადავიხადოთ ვალები და არ დავრჩეთ ოჯახებით ღია ცის ქვეშ.

ჩვენ ვეთანხმებით თქვენს ინიციატივას, რომელიც ეხება სამთავრობო სტრუქტურებში ამ საკითხზე მომუშავე კომისიის შექმნას და გთხოვთ მასში ჩართოთ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური იურისტი „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ბატონი კახა კუკავა", - ნათქვამია მიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46