ამ ეტაპზე სახელმწიფო მხოლოდ „დაზარალებულების“ ბანკებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს - არჩილ ხაბაძე

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 20:26

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაზარალებულ იპოთეკართა წარმომადგენელს ლილი მორჩაძეს შეხვდა. არჩილ ხაბაძემ იპოთეკარების წარმომადგენელს განუმარტა, რომ შექმნილია სპეციალური ოთხ წევრიანი ჯგუფი, რომელშიც შედიან იურისტები და სხვა სპეციალისტები.

 ჯგუფი მუშაობს უკვე გასული შაბათიდან და ამ ეტაპზე ქობულეთში მცხოვრები იპოთეკარების 400-მდე ოჯახიდან 50 ოჯახის საკითხია მხოლოდ შესწავლილი.

„შეიქმნება ბაზა, რომლის შექმნის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პრობლემებზე შედეგიანად მუშაობა. თუმცა ხვალიდან კომისიის ერთი წევრი იმუშავებს მხოლოდ ბათუმის ჯგუფზე, რომელშიც 61 მსესხებელია შესული. ამ შეხვედრაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა იმის შესახებ, თუ ვინ რა სახით ვის დააფინანსებს და რა რაოდენობის სესხს გასცემს. არ ხსენებულა სიტყვა „ქართუ“, ამ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზა და სქემა. მხოლოდ ბაზის ფორმირების შემდეგ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა.

სახელმწიფოს შესაძლებლობები შეზღუდულია. შესაბამისად ამ ეტაპზე შეუძლია მხოლოდ უზრუნველყოს „დაზარალებულების“ ბანკებთან თანამშრომლობა. უფრო ეფექტურად გაუწიოს იურიდიული და სხვა კონსულტაციები. ასევე მოახდინოს საკუთარი მწირი რესურსებით ნაწილი ვალების გადაფარვა", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5