არასრულწლოვან პრობაციონერთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცის მეორე ეპატი დაიწყო

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 20:11

აჭარის პრობაციის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT-ის ორგანიზებით, დაიწყო ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის PH-Internacional-ის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპი.

აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 10 არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულისგან შემდგარი ჯგუფი, 2 თვიანი პროგრამის ფარგლებში, GCRT-ის გამოცდილ სოცმუშაკებთან და ფსიქოლოგებთან გაივლიან, როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ შეხვედრებს.

გამოცდილი ფსიქოლოგები მოზარდებს გააცნობენ აგრესიის მართვის, კონფლიქტების პრევენციის, დანაშაულის გენეზისისა და მისგან გამოწვეული ზიანის გაცნობიერების საკითხებს.

ანალოგიური პროგრამა, აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა 11 არასრულწლოვნისაგან შემდგარმა პირველმა ჯგუფმა ნოემბერ-დეკემბერში გაიარა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46