ნატო გელაშვილმა და ლაშა ღლონტმა დაჭრილი სამხედროები მოინახულეს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 20:03

მომღერლებმა ლაშა ღლონტმა და ნატო გელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, ვაშინგტონში, ვოლტერრიდის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულეს. ამ დროისთვის ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ექვსი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს: რიგითი ახმედ საფაროვი, უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ დოლიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია, კაპრალები პაპუნა სხულეხია და დავით ნარეშელაშვილი.

ქართველი სამხედროები, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46