შიდა ქართლის გუბერნატორი სამსახურებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს შეხვდა

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 19:29

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა. გასული კვირის განმავლობაში ანდრო ბარნოვი რეგიონში მცხოვრებ 100-მდე ადამიანს შეხვდა, რომლებიც აცხადებენ, რომ განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ზეწოლით დაწერეს.

გუბერნატორმა ყველა მათგან მადლობა გადაუხადა რთულ პერიოდში გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს უკანონოდ გათავისუფლების არც ერთ შემთხვევას. ბარნოვის თქმით, არავის აქვს უფლება, საჯარო მოხელეს იძულებით დაატოვებინოს თანამდებობა. გუბერნატორი აპირებს ზეწოლით გათავისუფლების და ნეპოტიზმის ფაქტების შეატყობინებას უფლებადამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

„საჯარო სამსახურის პოლიტიზება არაჯანსაღი ტენდენციაა, რაც არ უნდა დავუშვათ და მე ყველანაირად შევეცდები, წინ აღვუდგე მსგავს გამოვლინებებს. საჯარო მოხელეებს, იმის მიუხედავად, თუ საით იხრება მათი პოლიტიკური სიმპათია, უნდა ჰქონდეთ სტაბილურობისა და დაცულობის გრძნობა. ეს ხელს უწყობს საჯარო სამსახურის გრძელვადიან ეფექტიან მუშაობას და, ესეც არ იყოს, ელემენტარული სამართლიანობის საკითხია“,  – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46