ნანა კაკაბაძე გურამ დონაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 17:46

დონაძე და მთლიანად ნაცმოძრაობა გრძნობს, რომ პილიტპატიმართა საქმეები გახდება მათი შემდგომი პატიმრობის საფუძველი, - ასე შეაფასა "ჯეონიუსთან" საუბრისას პარლამენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრმა და უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს-მ პრემიერისგან მისი ფინანსური მდგომარეობის შესწავლის დავალება მიიღო.

"არავის არაფერი არ დაუვალებია, ეს არის ნაციონალური მოძრაობის და პირადად გურამ დონაძის სააგენტოს მიერ აგორებული ცრუ ინფორმაცია. დონაძე და მთლიანად ნაცმოძრაობა გრძნობს, რომ პოლიტპატიმართა საქმეები გახდება მათი შემდგომი პატიმრობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ცდილობენ დისკრედიტაციას, თუმცა პოლიტპატიმართა საკითხს დიდი ხანია ბრძოლა გამოუცხადეს. ახლა უბრალოდ ამ კამპანიის ფარგლებში აგრძელებენ იგივეს. არც ერთი კონკრეტიკა არ არსებობს, სახეზეა ყველა პოლიტპატიმარი და თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კომისიის წევრის განცხადებით, უახლოეს დღეებში პროკურატურაში სარჩელს შეიტანს და გურამ დონაძისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს. პროკურატირაში ასევე უკვე შესულია, გათავისუფლებულ პოლიტპატიმრების სარჩელები.

"ჩვენ ვამზადებთ სარჩელს, რომ ბოდიში მოიხადოს დონაძის სააგენტომ, რომელმაც ეს გაავრცელა და შემდგომ ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით. ისინი პოლიტპატიმართა უკან ხედავენ საკუთარ საკნებს და ეს ასეც იქნება, იმიტომ, რომ დღეს უკვე პილიტპატიმრებმა დაიწყეს სარჩელის შეტანა პროკურატურაში. ყველა ის პირი, ვინც ეს საქმეები შეთითხნა, დაისჯება და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ნანა კაკაპაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნანა კაკაძემ და  ეკა ბესელიამ, პოლტპატიმართა ოჯახის წევრებისგან ფული აიღეს, რის შედეგადაც პოლიტპიტიმართა სიაში ბევრი გაურკვეველი პირი აღმოჩნდა, რომელთა ნაწილსაც პოლიტიკასთან შეხებაც არ ჰქონია.

მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55