თუ ვინმეა ქვეყნის მოღალატე, სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები არიან - ჯიმშერ ოთანაძე

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 18:29

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე  ჯიმშერ ოთანაძე გუშინ გორში მიხეილ სააკაშვილის  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას გაკეთებულ "აბსურდულ განცხადებებს" ეხმაურება და პრეზიდენტის „მუხროვანელი მეამბოხეების“ შეფასებას მორიგ ისტერიკას უწოდებს.

"სააკაშვილმა ის სამხედრო პირები, რომლებმაც მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნას და განვითარებას და მრავალი წლის მანძილზე საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას, ქვეყნის დაქუცმაცების მცდელობაში დაადანაშაულა.

სააკაშვილის გუშინდელი რიტორიკის და ანალიტიკის კიდევ ერთ-ერთი „მარგალიტი“ იყო მისი განცხადება, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც მეამბოხეებს უყურებენ პოლიტიკური ნიშნით. რათქმა უნდა, არცერთ ქვეყანაში მეამბოხეებს კანონმორჩილ პირებად არავინ მოიაზრებს, არც არანაირ ამბოხს არ აქვს გამართლება თუნდაც ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ქართული არმიის წარმომადგენლენს, რომლებიც არიან საზოგადოების წევრები, სრული უფლება ქონდათ ჰქონოდათ პროტესტი და განსხვავებული შეხედულებები სააკაშვილის რეჟიმისა და მისგან წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო.

რაც მთავარია, თუ ვინმეა ქვეყნის მოღალატე,როგორც გუშინ სააკაშვილმა ბრძანა, ეს თვითონ და მისი თანაგუნდელები არიან", - აცხადებს ჯიმშერ ოთანაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43