ჩვენ ვიცით, სად არის ის ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ - ეკა ბესელია

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 17:51

„ჩვენ ვიცით, სად არის ის ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი დიდი სურვილია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა. ჩვენი მიზიანია, ერთად ვაშენოთ უკეთესი მომავალი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საინფორმაციო სესიაზე.

შეხვედრებზე ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა პარლამენტის პრიორიტეტებზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე, სასამართლო რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე, ასევე პოლიტიკური პატიმრებისა და ამნისტიის კანონის მიღების დიდ მნიშვნელობაზე. ასევე ბესელიამ მაუწყებლობის მიმართ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განწყობის შესახებ არასწორად და არაობიექტურად გაჟღერებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი სურვილია, საქართველოში მედია იყოს თავისუფალი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის საქმიანობებზე მომუშავე ჯგუფს, მათ შორის, კლიმენტინა ბარბაროსს შეხვდნენ. კომიტეტის შეხვედრები სტრასბურგში ევროპის საბჭოს მიწვევით იმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46