ლილოს ნაგავსაყრელი თბილისის ზღვისა და აეროპორტის უსაფრთხოების პრობლემებს იწვევს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 17:41

ნაგავსაყრელის პრობლემებთან დაკავშირებით,  "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ და ლილოს მოსახლეობამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ ლილოს ნაგავსაყრელის გარემოს დაცვის ნორმების დარღვევით მშენებლობისას თბილისის ზღვა ძალზე ბინძურდება, რადგან სამგორის ზემო მაგისტრალის არხში სხვადახვა სახის ფეკალიები და ნაგავი იყრება, რაც დედაქალაქის მოსახლებას წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის.

"სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია "იკაოს’’ ნორმების თანახმად, ღია ტიპის ნაგავსაყრელები 12 კმ მაინც უნდა იყვნენ დაშორებული აეროპორტებიდან, მაშინ როცა თბილისის აეროპორტი ლილოს ნაგავსაყრელიდან 7 კმ რადიუსშია, რაც საფრთხეს უქმნის საავიაციო ხომალდებს აეროპორტიდან აფრენა -დაფრენისას", - აცხადებს უფლებამადცველი.

საქართველოს "მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მერიას მიმართავს ლილოს ნაგავსაყრელზე გარემოს დაცვის აუდიტი ჩატარდეს. ვინაიდან ლილოს ნაგავსაყრელ გარემოზე ზემოქმედების შეფასების არ გაკეთებულა, რითაც დაირღვა "ორჰუსის კონვენცია". აუდიტის ჩატარება დაამტკიცებს იმას, თუ რა ხარვეზები და გადაცდომებია ნაგავსაყრელთან დაკავშირებით დაშვებული სახელმწიფოს მხრიდან.

მესამე დღეა ლილოს მოსახლეობა პროტესტის ნიშნად, შპს „თბილსერვის ჯგუფის" ნაგავსაყრელთან ნაგვის მანქანებს არ უშვებს, რადგან წლებია ნაგავსაყრელის ირგვლივ მდებარე სოფლებში საშინელი სუნია, რაც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ლილოში და ახლომდებარე სოფლებში ცხოვრება უკვე ფაქტირად შეუძლებელია. ის, რომ ნაგავსაყრელი ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს უქმნის ახლომდებარე მოსახლეობას "თბილსერვის ჯგუფის' დირექტორმა თორნიკე შიოლაშვილმა გუშინ მოსახლეობასთან შეხვედრისასაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46