გიორგი სიბაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 16:23

ზურაბ ჭიაბერაშვილის  ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. იგი კახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, მზადაა გამოძიებას მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია და ნივთმტკიცებულებები წარუდგინოს.

"როდესაც მოწმის სტატუსით მკითხავდნენ, მე წარვადგინე სათანადო დოკუმენტაცია და უახლოეს მომავალშიც წარვადგენ", - განაცხადა სიბაშვილმა.

კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ყოფილ პირველ მოადგილეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ედავება. სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწლით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43