ლალი მოროშკინა სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 17:13

სასამართლომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა 2 500 ლარით დააჯარიმა. მინისტრის მრჩევლის დაჯარიმების მიზეზი, მოსამართლესთან სატელეფონო ზარი გახდა. სუბარის მრჩეველი კონკრეტულ პირებთან  მიმართებაში ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელებას ითხოვდა. 2013 წლის 29 იანვარს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განხილული იქნა საქმის მასალები მოსამართლესთან კომუნიკაცის წესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

"საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ საჯარო მოსამსახურე ლალი მოროშკინას მიერ მოსამართლესთან 2013 წლის 24 იანვარს, 23:31 საათზე განხორციელებული სატელეფონო საუბარი (რომელიც შეეხებოდა კონკრეტული პირების მიმართ ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელების მითითებას) მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დამრღვევად ცნო და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ლალი მოროშკინა 2500 ლარით დააჯარიმა, აქვე სასამართლომ ჯარიმის თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა ლალი მოროშკინას მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39