მიკროავტობუსების მძღოლებს სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:42

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ. ამის შესახებ განცხადება დღეს "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელმა გააკეთა. გაფიცულ მძღოლებს შპს "თბილისის მიკროავტობუსი" სამდღიან ვადას აძლევს. კომპანია მძღოლებთან მოლაპარაკებას კიდევ სამ დღეს აწარმოებს, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, "თბილისის მიკროავტობუსი" იძულებული იქნება, გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება მოიჯარე მძღოლებთან და გამოაცხადოს ახალი კონკურსი, რის შედეგადაც მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა.

"მათი ბოლო მოთხოვნა, სრული ყოველდღიური გადასახადი შემცირდეს 30%-ით,რაც თითოეულ მძღოლზე ორ კვირაში შემოსავლის 300-დან 600 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, კომპანიას ფინანსურ ზარალს მოუტანს. ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება", - განაცხადა ბრიფინგზე "თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორმა გიგლა ჯაბიშვილმა.

კომპანია აცხადებს, რომ ითვალისწინებს დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც თბილისის პარალიზებულ მდგომარეობაში დარჩენას ვერ დაუშვებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5